მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები გვეხმარება პროექტის თანამიმდევრულ დაგეგმვასა და გამხორციელებაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
ზოგადი:
- რას მოიცავს ცნება ,,პატრიოტიზმი’’?
- რით შეიძლება გამოხატო ადამიანმა სამშობლოს სიყვარული?
თემატური:
- რას ნიშნავს იყო კარგი ქართველი?
- რა გსმენიათ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ?
- რამდენად ადვილია მოითმინო გაჭირვება, შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და არ შეეხო ქვეყნის განძს?
- რაში გამოიხატება ექვთიმე თაყაიშვილის პატრიოტობა?
- სად ცხოვრობდა ექვთიმე თაყაიშვილი?
- რომელ ეპოქაში მოღვაწეობდა?
- რამ განაპირობა მისი უცხოეთში გადახვეწა?
- აღვწეროთ მისი მოღვაწეობის პერიოდი უცხოეთში;
- რა ბედი ეწია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაცულ განძს?
- სად ინახება დღეს ეს განძი?
Комментариев нет:
Отправить комментарий